40 დროისა და ადგილის ძირითადი წინდებულები

Prepositions

წინდებულები [Prepositions] არის პატარა სიტყვები, რომლებიც აკავშირებს ელემენტებს წინადადებაში. წინდებულები არის მნიშვნელოვანი, რადგან ისინი გვაწვდიან დამატებით დეტალებს, აკონკრეტებენ სიტუაციებს, ხალხს და საგნებს, მიგვანიშნებენ განსაზღვრულ დროსა [time] და ადგილზე [place].

წინდებულები, როგორც წესი, მოსდევენ სახელურ ფრაზას ან ნაცვალსახელს.

ყველაზე ხშირად გამოყენებადი წინდებულებია: at, by, for, from, in, on, to, with

  1. I am at the supermarket.
  2. He went by bus.
  3. They went for a walk.
  4. He works from nine to six.
  5. The juice is in the fridge.
  6. The cat jumped on the table.
  7. He went to the kitchen.
  8. She played with her son in the living room.

წინდებულები ცალკე არ დგანან, არამედ უკავშირდებიან წინადადების სხვა ელემენტებს და ქმნიან მთავარ აზრს. ყველაზე ხშირად გამოყენებადი წინდებულები [common prepositions] არის მოძრაობის, დროის და ადგილის გამომხატველი წინდებულები. დანარჩენები უბრალოდ დამატებით ინფორმაციას აწვდიან მკითხველს.

  1. At (კონკრეტულ ადგიზე ყოფნა);
  2. By (რამის გამოყენებით…);
  3. For (გარკვეული მიზეზით…);
  4. From (მოძრაობის დაწყების ადგილი);
  5. In (ყოფნა სამგანზომილებიან, დახურულ სივრცეში);
  6. On (ზედაპირზე ყოფნა და ამ ზედაპირზე ფიზიკური კონტაქტის ქონა);
  7. To (დანიშნულების ადგილისკენ მოძრაობა);
  8. With (თანხლებით…).

წინდებულები [Prepositions] არის მნიშვნელოვანი, რადგან ისინი გვაწვდიან დამატებით ინფორმაციას წინადადების შესახებ. ყველაზე ხშირად გამოყენებადი წინდებულები [common prepositions] არის მოძრაობის, დროის და ადგილის გამომხატველი წინდებულები.

ყველაზე ხშირად გამოყენებადი წინდებულებია: at, by, for, from, in, on, to, with.

მაგალითად:
— “I’m at the supermarket.”
— “I have to speak with the manager.”

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.

License

English Grammar A1 Level for Georgian speakers Copyright © 2018 by books4languages. All Rights Reserved.

Share This Book