- English Grammar A1 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a1-grammar-ka -

ჩვენებითი ზედსართავი

Introduction

ზედსართავები [Adjectives] არის მსაზღვრელები, რომლებიც შესაძლებელია წინადადაებაში განთავსდნენ ორ სხვადასხვა პოზიციაზე და განსაზღვრონ ან აღწერონ ადამიანი ან საგანი.

ჩვენებითი ზედსართავი [Demonstrative adjective] გამოიყენება სივრცეში ობიექტების ადგილის მისათითებლად და მათი პოზიციის ამოსაცნობად.

Form

ჩვენებითი ზედსართავები [Demonstrative adjectives] წინ უძღვის არსებით სახელს და წარადგენს მას. ჩვენებითი ზედსართავების წინ არტიკლები და სხვა მსაზღვრელები არ გამოიყენება.

ესენია:

Singular Plural
Near This These
Far That Those

Example

ახლოს

  • This car belongs to my father (მხოლობითი).
  • These shoes are too big for me (მრავლობითი).

შორს

  • That boy is from Turkey (მხოლობითი).
  • Those boxes over there are very heavy (მრავლობითი).

Use

ჩვენებითი ზედსართავი გამოიყენება სივრცეში ობიექტების ადგილის მისათითებლად და მათი პოზიციის ამოსაცნობად მოსაუბრესთან დისტანციის გათვალისწინებით:

  • ახლოს: this (მხოლობითი) და these (მრავლობითი) გამოიყენება საგნებისა და ადამიანებისთვის, რომლებიც მოსაუბრესთან ახლოსაა (აქ).
  • შორს: that (მხოლობითი) და those (მრავლობითი) გამოიყენება საგნებისა და ადამიანებისთვის, რომლებიც შორსაა (იქ).

შენიშვნა: ჩვენებითი ზედსართავი სახელები სინამდვილეში მსაზღვრელებია, თუმცა ლექსიკონებსა და გრამატიკის წიგნებში მათ ზედსართავებად მოიხსენიებენ.

Summary

ჩვენებითი ზედსართავები [Demonstrative adjectives] წინ უძღვიან არსებით სახელს, რათა გამოხატონ სივრცეში ობიექტების ადგილმდებარეობა და მათი დაშორება მოსაუბრისგან.

  • ახლოს: this მხოლობითი არსებითი სახელებისთვის, these მრავლობითი არსებითი  სახელებისთვის.
  • შორს: that მხოლობითი არსებითი სახელებისთვის, those მრავლობითი არსებითი  სახელებისთვის.

მაგალითად:
— “This apple pie is delicious!” = ვაშლის ნამცხვარი არის მოსაუბრის სიახლოვეს.
— “These apples are delicious!” =  ვაშლები არის მოსაუბრის სიახლოვეს.
— “That apple pie looks delicious!” = ვაშლის ნამცხვარი არის მოსაუბრისგან შორს.
— “Those apples look delicious!” = ვაშლები არის მოსაუბრისგან შორს.

არ აგერიოთ ჩვენებითი ზედსართავები ჩვენებითი ნაცვალსახელებში, რომლებიც ანაცვლებენ არსებით სახელს და გვეხმარებიან, თავი ავარიდოთ განმეორებას, მათ ერთნაირი ფორმა აქვთ, მაგრამ წინადადებაში განსხვავებულ ფუნქციას ასრულებენ.

მაგალითად:
— “This apple pie seems delicious!” = ჩვენ ვიყენებთ ჩვენებით ზედსართავს this იმისათვის, რომ ვაჩვენოთ დისტანცია ვაშლის ნამცხვართან და ასევე წარვადგინოთ არსებითი სახელი.
♦ “This seems delicious!” = ჩვენ ვიყენებთ ჩვენებით ნაცვალსახელს this იმისათვის, რომ ვაჩვენოთ დისტანცია და თავი ავარიდოთ არსებითი სახელის გამეორებას.

შენიშვნა:  ჩვენებითი ზედსართავების წინ არტიკლები და სხვა მსაზღვრელები არ გამოიყენება, რადგან მათ ისედაც მსაზღვრელის ფუნქცია აქვთ.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.