- English Grammar A1 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a1-grammar-ka -

ჩვენებითი ნაცვალსახელები

Introduction

ნაცვალსახელები [Pronouns] არის სიტყვები, რომლებიც გვეხმარება, თავი ავარიდოთ არსებითი სახელის გამეორებას.

ჩვენებითი ნაცვალსახელები [Demonstrative pronouns] არის მსაზღვრელები, რომლებიც გამოიყენება არსებითი სახელების ნაცვლად და მიემართება საგნებს, ადგენს მათ ადგილმდებარეობას და დისტანციას მოსაუბრისგან.

Form

ჩვენებითი ნაცვალსახელები გამოიყენება არსებითი სახელის გამეორებისთვის თავის ასარიდებლად. ჩვენებითი ნაცვალსახელების წინ არტიკლები და სხვა მსაზღვრელები არ გამოიყენება. ესენია:

Singular Plural
Near This These
Far That Those

Example

ახლოს

  • This is very nice.
  • This is the restaurant I like.
  • These are very nice.
  • These are expensive clothes.

შორს

  • That is very nice.
  • That smells amazing.
  • Those are very nice.
  • Those are cheap afternoon snacks.

Use

ჩვენებითი ნაცვალსახელები გამოიყენება არსებითი სახელის გამეორებისთვის თავის ასარიდებლად.

  • ახლოს: this (მხოლობითი) და these (მრავლობითი) გამოიყენება საგნებისა და ადამიანებისთვის, რომლებიც მოსაუბრესთან ახლოსაა (აქ).
  • შორს: that (მხოლობითი) და those (მრავლობითი) გამოიყენება საგნებისა და ადამიანებისთვის, რომლებიც შორსაა (იქ).

Summary

ჩვენებითი ნაცვალსახელები [Demonstrative pronouns] გამოიყენება არსებითი სახელის ნაცვლად, განმეორების თავის ასარიდებლად. იგი მიემართება საგნებს, ადგენს მათ ადგილმდებარეობას და დისტანციას მოსაუბრისგან.

  • ახლოს: this მხოლობითი არსებითი სახელებისთვის, these მრავლობითი არსებითი  სახელებისთვის.
  • შორს: that მხოლობითი არსებითი სახელებისთვის, those მრავლობითი არსებითი  სახელებისთვის.

მაგალითად:
— “This is very nice.” = საგანი არის მოსაუბრის სიახლოვეს.
— “These are very nice.” = საგნები არის მოსაუბრის სიახლოვეს.
— “That is very nice.” = საგანი არის მოსაუბრისგან შორს.
— “Those are very nice.” = საგნები არის მოსაუბრისგან შორს.

არ აგერიოთ ჩვენებითი ნაცვალსახელები ჩვენებითი ზედსართავებში, რომლებიც წინ უსწრებს არსებით სახელს. მათ ერთნაირი ფორმა აქვთ, მაგრამ წინადადებაში განსხვავებულ ფუნქციას ასრულებენ.

მაგალითად:
— “This is very nice.” = ჩვენ ვიყენებთ ნაცვალსახელს [pronoun] this იმისათვის, რომ ვაჩვენოთ საგნის დისტანცია და თავი ავარიდოთ არსებითი სახელის განმეორებას.
♦ “This shirt is very nice.” = ჩვენ ვიყენებთ ზედსართავ სახელს [adjective] this იმისათვის, რომ ვაჩვენოთ დისტანცია მაისურთან და წარვადგინოთ არსებითი სახელი.

შენიშვნა:  ნაცვალსახელების წინ არტიკლები და სხვა მსაზღვრელები არ გამოიყენება.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.