13 მდედრობითი არსებითი სახელის ფორმაცია

Nouns

არსებითი სახელი [noun] მიემართება პიროვნებას, ადგილს, საგანს, სიტუაციას, მასალას ან ხარისხს.

მდედრობითი [feminine] ვერსიის ფორმირება ხდება მამრობითი არსებითი სახელიდან, როცა ადამიანი, რომელზეც ვსაუბრობთ  არის ქალი.

მდედრობითი არსებითი სახელების ფორმაცია შესაძლებელია მამრობითი არსებით სახელზე სუფიქსის დამატებით. არსებობს მდედრობითი არსებითი სახელის ფორმაციის განსხვავებული შემთხვევები:

წესიერი:

ძირითადად, მდედრობითი არსებითი სახელს ვაწარმოებთ მამრობითზე –ess სუფიქსის დართვით.

MasculineFemenine
CountCountess
HostHostess
ManagerManageress

არაწესიერი:

თუმცა არაწესიერ წარმოებაშიც შეგვიძლია ვიპოვოთ გამონაკლისები, რომლებიც რეგულარულად იჩენს თავს:

  • არსებითი სახელები სუფიქსებით –tor ან –ter: იცვლება –tr -ში და ემატება –ess;
MasculineFeminine
ActorActress
WaiterWaitress
  • არსებით სახელებს სუფიქსით –e: ემატება –ss;
MasculineFemenine
PrincePrincess
  • არსებითი სახელები რომელთა მახვილი [stress] მოდის ხმოვანი [vowel] + თანხმოვაზე [consonant]: თანხმოვანი გაორმაგდება და დაემატება –ess.
MasculineFeminine
GodGoddess

წესიერი

  • Count ⇒ The Countess gave birth at eleven.
  • HostOur hostess is a nice woman.
  • ManagerThe Manageress checks the rooms at weekends.

არაწესიერი

არსებითი სახელები სუფიქსებით -tor ან -ter

  • ActorShe is my favourite actress.
  • WaiterThese girls are waitress.

არსებითი სახელები სუფიქსით -e

  • PrinceThe princess got married and lived happily ever after.

არსებითი სახელები, რომლებიც ბოლოვდება მახვილიან ხმოვანზე და მოსდევს თანხმოვანი

  • GodAthena is an ancient goddess.

არსებითი სახელის მდედრობით ფორმას ვაყალიბებთ, როცა ადამიანი, რომელზეც ვსაუბრობთ, არის ქალი. შესაბამისად, არსებით სახელს აქვს მდედრობითი ფორმა.

არსებობს გამონაკლისები და არაწესიერი ფორმები, რომლებიც უნდა დავიზეპიროთ.

მდედრობითი [feminine] არსებითი სახელების [nouns] ფორმაცია შესაძლებელია მამრობითი [masculine] არსებით სახელიდან. უმეტესად, -ess სუფიქსის დამატებით.

მაგალითად:
— წესიერი: “Lion” ⇒ “Lioness” = დაემატა -ess.

თუმცა, მდედრობითი [feminine] სქესის წარმოებისას გვაქვს არაწესიერი წარმოებაც [irregularities], რომელიც დამოკიდებულია არსებითი სახელის დაბოლოებაზე.

მაგალითად:
— სუფიქსებთან -tor ან -ter: “Conductor“⇒ “Conductress” =  –tor იცვლება –tr-ში და ემატება -ess.
— სუფიქსებთან-e: “Prince” ⇒ “Princess” = ემატება -ss.
— სუფიქსებთან მახვილიანი ხმოვანი + თანხმოვანი: “God ⇒ “Goddess” = ორმაგდება თანხმოვანი და ემატება -ess.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.

License

English Grammar A1 Level for Georgian speakers Copyright © 2018 by books4languages. All Rights Reserved.

Share This Book