- English Grammar A1 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a1-grammar-ka -

განუსაზღვრელი არტიკლები

Introduction

არტიკლები [Articles] არის სიტყვები, რომლებიც განსაზღვრავენ არსებით სახელებს და მიეკუთვნებიან მეტყველების ნაწილების მსაზღვრელთა [determiners] ჯგუფს. არსებობს ორი ტიპის არტიკლი: განუსასაზღვრელი [indefinite] და განსაზღვრული [definite].

ჩვენ ვიყენებთ განუსაზღვრელ არტიკლებს [indefinite articles] დაუკონკრეტებელი საგნებისა და ზოგადი კატეგორიების გამოსახატავად.

Form

განუსაზღვრელი არტიკლები, როგორც წესი, მოთავსებულია ზედსართავისა და სახელური ფრაზის წინ, მათ ვიყენებთ მხოლობით არსებით სახელთან.

გვაქვს ორი განუსაზღვრელი არტიკლი a/an, რომლებსაც ვირჩევთ მომდევნო სიტყვის პირველი ასოს მიხედვით (თანხმოვანი ან ხმოვანი)

A: როცა არსებითი სახელი იწყება თანხმოვნით (b, c, d, f, g, j, k…).

An: როცა არსებითი სახელი იწყება ხმოვნით (a, e, i, o, u) ან h-ით, რომელიც არ გამოითქმება.

Example

  • I am a doctor.
    I am an engineer.
  • She has got a pear.
    She has got an apple.
  • We saw a huge elephant in the street.
    We saw an elephant in the street.

Use

განუსაზღვრელი არტიკლები მიემართება ზოგად ან დაუკონკრეტებელ საგნებს (საგნებს, რომლებიც მანამდე არ აღნიშნულა), რომლებიც უცნობია მოსაუბრისა და თანამოსაუბრისთვის. განუსაზღვრელი არტიკლები გამოიყენება მხოლოდ მხოლობით თვლად არსებით სახელებთან. ასევე მათ ვიყენებთ სამსახურსა და პროფესიებზე საუბრისას.

Summary

განუსაზღვრელი არტიკლები [indefinite articles] (a/an) არის მსაზღვრელები, რომლებსაც ვიყენებთ დაუკონკრეტებელი საგნებისა და ზოგადი კატეგორიების გამოსახატავად. არტიკლები მოთავსებულია მხოლობით რიცხვში მდგომი არსებითი და ზედსართავი სახელების წინ.

  • A როცა ზედსართავი ან არსებითი სახელი იწყება თანხმოვნით [consonant].
  • An როცა ზედსართავი ან არსებითი სახელი იწყება ხმოვნით [vowel] ან h-ით, რომელიც არ გამოითქმება.

მაგალითად:
— “There’s a tourism office around the corner.” =  a გამოიყენება სიტყვის წინ, რომელიც იწყება t-თი (თანხმოვანი).
— “There’s an information office around the corner.” = an გამოიყენება სიტყვის წინ, რომელიც იწყება i-თი (ხმოვანი).

განუსაზღვრელი არტიკლები [indefinite articles] გამოხატავს რაღაც ზოგადს, იმას, რაც მანამდე არ აღნიშნულა.

♦ “The information office around the corner…” = ჩვენ ვიყენებთ განსაზღვრულ არტიკლს [definite article] the მას შემდეგ, რაც უკვე ვიცით რაზე ვსაუბრობთ.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.