- English Grammar A1 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a1-grammar-ka -

უკუქცევითი ნაცვალსახელები

Introduction

ნაცვალსახელები [Pronouns] არის სიტყვები, რომლებიც გვეხმარება, თავი ავარიდოთ არსებითი სახელის გამეორებას.

უკუქცევითი ნაცვალსახელები [Object pronouns] არის ნაცვალსახელები, რომლებიც გამოიყენება, როგორც ზმნის ობიექტი ან წინდებული ანაც ობიექტის ჩამნაცვლებელი, განმეორების თავიდან ასაცილებლად.

Form

ნაცვალსახელებსა და უკუქცევით ნაცვალსახელებს აქვთ საკუთარი რიცხვი (მხოლობითი, მრავლობითი) და სქესი (მამრობითი, მდედრობითი, ნეიტრალური). თუ წინადადებაში გვაქვს ნაცვალსახელები, უკუქცევითი ნაცვალსახელები მათ შემდეგ უნდა განთავსდეს.

უკუქცევითი ნაცვალსახელებია:

Subject Pronouns Object Pronouns
I Me
You You
He Him
She Her
It It
We Us
You You
They Them

არაფორმალურ საუბრებში ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მოკლე პასუხები.

Example

  1. განმეორების თავიდან ასაცილებლად
    • I’m a very calm person but my brother always drives me mad.
    • My daughter is 7 years old. I take her to school every day.
    • They have 3 children. They take them to the park every weekend.
  2. ნაცვალსახელების შემდეგ
    • Don’t look at me!
    • This is for you.
    • I talk to them every day.

Use

ჩვენ ვიყენებთ უკუქცევით ნაცვალსახელებს:

  1. ერთი და იმავე სუბიექტიური ნაცვალსახელის ან არსებითი სახელის განმეორების თავიდან ასაცილებლად;
  2. წინადადებაში ნაცვალსახელების შემდეგ.

Summary

უკუქცევითი ნაცვალსახელები [Object pronouns] გადმოსცემს რაზე ახდენს გავლენას სუბიექტი, იგი ასევე გამოიყენება არსებითი სახელის განმეორების თავიდან ასაცილებლად; ისინი სხვაობენ სქესის და რიცხვის მიხედვით. უკუქცევითი ნაცვალსახელები განთავსებულია ზმნის შემდეგ.

ესენია: me, you, him, her, it, us, you და them.

მაგალითად:
— “My dogs get very happy when I take them to the park.”  = Them მიემართება სინტაგმას my dogs.
— “I gave him a kiss for you.” = Him გამოიყენება ადამიანის სახელის ნაცვლად, ნაცვალსახელის შემდეგ.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.