- English Grammar A1 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a1-grammar-ka -

წარსული მარტივი დრო კითხვით ფორმაში

Introduction

წარსული მარტივი დრო [past simple] გამოხატავს სიტუაციებს, შემთხვევებსა და მოქმედებს, რომლებიც წარსულში მოხდა.

კითხვით [interrogative] ფორმაში ზმნა კითხვას სვამს წარსულის შესახებ.

Form

წარსულ დროში წესიერ [regular] და არაწესიერ [irregular]* ზმნებს კითხვით ფორმაში აქვთ შემდეგი სტრუქტურა:
Did + subject + verb + …?

  • Did არის do ზმნის წარსული დრო.
Did Subject Verb Question
Mark
Did I work ?
Did you work ?
Did he work ?
Did she work ?
Did it work ?
Did we work ?
Did you work ?
Did they work ?

*არაწესიერი ზმნების კითხვითი და უარყოფითი ფორმები იმავე სტრუქტურისაა, როგორიც  წესიერი ზმნები.

Example

  1. Did I bake delicious biscuits yesterday?
  2. Did he study a lot for the exams?
  3. Did she do any exercise last Monday?
  4. Did they travel around the world last year?

Use

ჩვენ ვიყენებთ წარსული მარტივი დროის კითხვით ფორმას, რათა კითხვა დავსვათ შემდეგი წარსული სიტუაციების შესახებ:

  1. ხანმოკლე დასრულებული მოქმედებები, რომლებიც უკვე მოხდა;
  2. ხანგრძლივი დასრულებული მოქმედებები, რომლებიც უკვე მოხდა;
  3.  განმეორებადი მოქმედებები და ჩვევები, რომლებიც წარსულში მოხდა;
  4. წარსული მოქმედებები, რომელთაც ახლავთ შემდეგი დროის გარემოებები: two weeks ago, last year, in 2010, yesterday

Summary

ჩვენ ვიყენებთ წარსული მარტივი დროის [past simple] კითხვით [interrogative] ფორმას, რათა კითხვა დავსვათ სიტუაციების შესახებ, რომლებიც მოხდა წარსულში და ახლა დასრულებულია.

სტრუქტურა ასეთია:
Did + subject + verb + …? 

მაგალითად:
— “Did they work on an important project yesterday?” = ჩვენ ვიყენებთ წარსულ მარტივ დროს [past simple], რათა კითხვა დავსვათ სიტუაციების შესახებ, რომლებიც მოხდა წარსულში.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.