- English Grammar A1 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a1-grammar-ka -

კუთვნილებითი ზედსართავი

Introduction

ზედსართავები [Adjectives] არის მსაზღვრელები, რომლებიც შესაძლებელია წინადადებაში განთავსდნენ ორ სხვადასხვა პოზიციაზე და განსაზღვრონ ან აღწერონ ადამიანი ან საგანი.

კუთვნილებითი ზედსართავი [Possessive adjectives] აჩვენებს, რომ რაღაც ვიღაცის საკუთრებაა.

Form

კუთვნილებითი ზედსართავი გამოიყენება არსებით სახელებთან და შეიძლება სხვაობდეს რიცხვისა და სქესის მიხედვით. კუთვნილებითი ზედსართავების წინ არტიკლები და სხვა მსაზღვრელები არ გამოიყენება.

კუთვნილებითი ზედსართავებია:

Subject Pronouns Possessive Adjetives
I My
You Your
He His
She Her
It Its
We Our
You Your
They Their

Example

  • My father and I are policemen.
  • Is this her house?
  • Our cat doesn’t like fish.

Use

კუთვნილებითი ზედსართავი აჩვენებს, რომ რაღაც ვიღაცის საკუთრებაა (პიროვნება ან ცხოველი).

შენიშვნა: კუთვნილებითი ზედსართავი სახელები სინამდვილეში მსაზღვრელებია, თუმცა ლექსიკონებსა და გრამატიკის წიგნებში მათ ზედსართავებად მოიხსენიებენ.

Summary

კუთვნილებითი ზედსართავი [Possessive adjectives] აჩვენებს, რომ რაღაც ვიღაცის, პიროვნების ან ცხოველის საკუთრებაა. კუთვნილებითი ზედსართავები შეიძლება სხვაობდეს რიცხვისა და სქესის მიხედვით.

ესენია: my, your, his, her, its, our, your და their.

მაგალითად:
— “It is not her sandwich, it’s my sandwich.” = Her/my აღწერს წინადადების სხვა ელემენტს (კუთვნილებითი ზედსართავი).
♦ “It is not her sandwich, it’s mine.” = Mine ანაცვლებს სხვა ელემენტს წინადადებაში (კუთვნილებითი ნაცვალსახელი).

შენიშვნა:  კუთვნილებითი ზედსართავების წინ არტიკლები და სხვა მსაზღვრელები არ გამოიყენება, რადგან მათ ისედაც მსაზღვრელის ფუნქცია აქვთ.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.