- English Grammar A1 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a1-grammar-ka -

კუთვნილებითი ნაცვალსახელები

Introduction

ნაცვალსახელები [Pronouns] არის სიტყვები, რომლებიც გვეხმარება, თავი ავარიდოთ არსებითი სახელის განმეორებას.

კუთვნილებითი ნაცვალსახელები [possessive pronouns] არის მსაზღვრელები, რომლებიც აჩვენებს, რომ ერთი საგანი ვიღაცის საკუთრებაა.

Form

კუთვნილებითი ნაცვალსახელები [possessive pronouns] გამოიყენება არსებითი სახელის ჩასანაცვლებად. კუთვნილებითი ნაცვალსახელების წინ არტიკლები და სხვა მსაზღვრელები არ გამოიყენება.

კუთვნილებითი ნაცვალსახელებია:

Subject Pronouns Possesive Pronouns
I Mine
You Yours
He His
She Hers
It Its
We Ours
You Yours
They Theirs

Example

  • It is not her sandwich, it’s mine.
  • This is hers.
  • His house is big, but ours is small.

Use

კუთვნილებითი ნაცვალსახელები აჩვენებს, რომ რაღაც ვიღაცის საკუთრებაა. იგი ასევე გამოიყენება არსებითი სახელის განმეორებისთვის თავის ასარიდებლად.

Summary

კუთვნილებითი ნაცვალსახელები [possessive pronouns] აჩვენებს, რომ რაღაც პიროვნების ან ცხოველის საკუთრებაა. კუთვნილებითი ნაცვალსახელები შეიძლება სხვაობდეს რიცხვისა და სქესის მიხედვით. ისინი გამოიყენება არსებითი სახელის განმეორებისთვის თავის ასარიდებლად.

ესენია: mine, yours, his, hers, its, ours, yours, theirs.

მაგალითად:
— “It is not her sandwich, it’s mine.” = Mine ანაცვლებს სხვა ელემენტს წინადადებაში (იგი არის კუთვნილებითი ნაცვალსახელი).
♦ “It is not her sandwich, it’s my sandwich.” = Her/my აღწერს სხვა ელემენტს წინადადებაში (იგი არის კუთვნილებითი ზედსართავი).

შენიშვნა:  ნაცვალსახელების წინ არტიკლები და სხვა მსაზღვრელები არ გამოიყენება.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.