- English Grammar A1 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a1-grammar-ka -

პირის ნაცვალსახელები

Introduction

ნაცვალსახელები [pronouns] არის სიტყვები, რომლებიც გამოიყენება არსებითი სახელის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

პირის ნაცვალსახელები [Subject pronouns] ანაცვლებს სუბიექტს, რომელიც წინადადებაში პიროვნებას ან საგანს აღნიშნავს.

Form

პირის ნაცვალსახელები განსხვავდება რიცხვის (მხოლობითი, მრავლობითი) და სქესის (მამრობითი, მდედრობითი, ნეიტრალური) მიხედვით.

პირის ნაცვალსახელები წინადადებაში გვხვდება ზმნების წინ.

Subject Person Number Gender
I 1st person sing.
You 2nd person sing.
He 3rd person sing. masculine
She 3rd person sing. feminine
It 3rd person sing. neutral*
We 1st person plur.
You 2nd person plur.
They 3rd person plur.

* (საგანი/ცხოველი)

Example

  1. პირის ნაცვალსახელი, როგორც სუბიექტი:
    • I am fast.
    • You are pretty.
    • He is short.
    • She is beautiful.
    • It is big.
    • We are young.
    • You are athletes.
    • They are fat.
  2. პირის ნაცვალსახელი გამოიყენება არსებითი სახელის ჩასანაცვლებლად და განმეორების თავიდან ასაცილებლად
    • [n/a]*
    • Andy, take off that hat, you look funny.
    • John is tall and he is also thin.
    • Maria is from Spain, she is Spanish.
    • I like the color red, it is passionate.
    • Julia and I come from France, we are French.
    • You and Peter always talk, you are really talkative.
    • John and Maria are fat, they eat a lot.

* არ გამოიყენება პირველი პირის მხოლობით რიცხვთან.

Use

პირის ნაცვალსახელი არის ნაცვალსახელი, რომელიც გამოიყენება:

  1. როგორც სუბიექტი, რომელიც შეეწყობა ზმნას.
  2. არსებითი სახელის ჩასანაცვლებლად და განმეორების თავიდან ასაცილებლად.

Summary

პირის ნაცვალსახელები [subject pronouns] გამოიყენება როგორც სუბიექტი და შეეწყობა ზმნას, ასევე ანაცვლებს არსებით სახელს, როგორც აღვნიშნეთ, მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად. პირის ნაცვალსახელები განსხვავდება სქესისსა და რიცხვის მიხედვით და მდებარეობს ზმნის წინ.

პირის ნაცვალსახელებია: I, you, he, she, it, we, you და they.

მაგალითად:
— “I am tall.” = I მიემართება მოსაუბრეს. 
— “He is tall.” = He მიემართება ერთ კონკრეტულ მამაკაცს.
— “They are tall.” = They მიემართება კონკრეტულ ხალხს.

შენიშვნა: პირის ნაცვალსახელის გამოყენება ჩანაცვლების მიზნით შეუძლებელია მხოლობითი რიცხვის პირველ პირთან [I].

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.