- English Grammar A1 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a1-grammar-ka -

ზედსართავის და ზმნიზედის აღმატებითი ფორმა

Introduction

აღმატებით ხარისხს [Superlative] ზედსართავებთან [adjectives] და ზმნიზედებთან [adverbs] ვიყენებთ საგნების, ადამიანების ან მოქმედებების შესადარებლად, ამ ფორმით გამოვხატავთ ერთი საგნის, ადამიანის ან მოქმედების აღმატებულობასა და ხარისხს.

Form

აღმატებითი ხარისხი ყალიბდება ზედსართავების ან ზმნიზედების გამოყენებით. მსაზღვრელი the მოსდევს ზედსართავსა და ზმნიზედას, რათა გვიჩვენოს რომ რამე აღემატება სხვა საგანს.

წინადადების სტრუქტურა ასეთია:
Subject + verb + the + superlative adjective/adverb + object + …

ზედსართავების ან ზმნიზედების აღმატებითი ხარისხი სხვადასხვანაირად ყალიბდება, რაც განპირობებულია მარცვლების რაოდენობითა და სუფიქსით.

ერთი მარცვალი:

  • ზედსართავი/ზმნიზედა: ემატება –est (cleancleanest);
  • ზედსართავი/ზმნიზედა სუფიქსით –e: ემატება -st (simple ⇒ simplest);
  • ზედსართავი, რომელიც ბოლოვდება ერთ ხმოვანსა და ერთ თანხმოვანზე: ბოლო თანხმოვანი ორმაგდება და შემდეგ ემატება -est (bigbiggest).

ორი მარცვალი:

  • ზედსართავი/ზმნიზედა სუფიქსით -y-y გადადის –i-ში და ემატება –est (friendlythe friendliest).

ორი ან მეტი მარცვალი:

  • ზედსართავი/ზმნიზედა, რომელიც არ ბოლოვდება -y-ზეზედსართავი/ზმნიზედის წინ ემატება the most: the most + ზედსართავი/ზმნიზედა (უცვლელად) (beautifulthe most beautiful).

როცა ვიყენებთ the most, ზედსართავი/ზმნიზედის ფორმები იგივე რჩება.

Example

ერთი მარცვალი

  • I have the cleanest desk in the office.
  • She has the oldest shop in the street.
  • They tried their hardest to buy an apartment.

ორი მარცვალი სუფიქსით -y

  • You are the funniest woman alive.
  • She is the friendliest girl I’ve ever met.
  • We wake up the earliest to take shower.

ორი ან მეტი მარცვალი სუფიქსი -y-ის გარეშე

  • I think that tennis is the most boring sport.
  • ‘War and Peace’ is the most difficult Russian book to read.
  • Far east countries’ languages are the most popular to learn.

Use

ჩვენ ვიყენებთ ზედსართავებისა და ზმნიზედების აღმატებით ხარისხს, რათა გამოვხატოთ ერთი საგნის, ადამიანის ან მოქმედების აღმატებულობა მეორესთან შედარებით.

 

Summary

აღმატებით ხარისხს ვიყენებთ ზედსართავებთან და ზმნიზედებთან საგნების, ადამიანების ან მოქმედებების შესადარებლად, ამ ფორმით გამოვხატავთ ერთი საგნის, ადამიანის ან მოქმედების აღმატებულობასა და ხარისხს.

სტრუქტურა ასეთია:
Subject + verb + the + superlative adjective/adverb + object + …

ფორმირება განპირობებულია მარცვლების რაოდენობითა და სუფიქსით.

მაგალითად:
ერთმარცვლიანი:
— ზოგადად: “Tall” ⇒ “Claire is the tallest girl in the class.” = ემატება -est;
— სუფიქსით -e: “Nice” ⇒ “Anne is the nicest girl I know.” = ემატება -st;
ერთი ხმოვანი + ერთი თანხმოვანი: “Thin” ⇒ “Karl is the thinnest.” = ორმაგდება თანხმოვანი და ემატება -est.

ორმარცვლიანი:
— სუფიქსით -y: “Hungry ⇒ “Claire is the hungriest girl in the class.” = -y გადადის -i -ში და ემატება -est.

ორი ან მეტი მარცვალი
—(სუფიქსი -y-ის გარეშე): “Tired” ⇒ “Claire is the most tired girl in the class.” = ემატება most, რომელიც დგას ზედსართავი და არსებითი სახელების წინ.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.