- English Grammar A1 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a1-grammar-ka -

Wh- კითხვები

Introduction

Wh- კითხვები [wh- questions] ყოველთვის იწყება ერთ-ერთი wh- კითხვითი სიტყვით [wh- question words] (კითხვითი ნაცვალსახელები), რომელიც გვიჩვენებს რა სახის ინფორმაციაა მოთხოვნილი.

Form

მნიშვნელოვანია დამხმარე ან მოდალური ზმნა განთავსდეს wh- კითხვის შემდეგ და სუბიექტის წინ.

wh- კითხვების სტრუქტურა შემდეგია:
Wh- question word + auxiliary/modal verb + subject + verb + …?

wh- კითხვითი სიტყვებია: when, where, why, which, what, whose, who, whom და how.

Example

  1. When does she read a magazine?
  2. Where did you live 10 years ago?
  3. Why have you got 5 cars?
  4. Which house is yours?
  5. What can I do now?
  6. Whose computer is this?
  7. Who ate all the chocolate?
  8. Whom did he call?
  9. How old are you?

Use

wh- სიტყვები, რომლებიც გამოიყენება კითხვების ჩამოსაყალიბებლად არის:

  1. When (კითხვის დასმა დროის შესახებ);
  2. Where (კითხვის დასმა ადგილის შესახებ);
  3. Why (კითხვის დასმა მიზეზის შესახებ);
  4. Which (კითხვის დასმა ორ ან მეტ საგანს შორის უპირატესობის მინიჭების შესახებ);
  5. What (კითხვის დასმა რამის შესახებ);
  6. Whose (კითხვის დასმა ვინმეს საკუთრების შესახებ);
  7. Who (კითხვის დასმა ხალხის, როგორც სუბიექტის შესახებ);
  8. Whom (კითხვის დასმა ხალხის, როგორც ობიექტის შესახებ);
  9. How* (კითხვის დასმა იმის შესახებ, თუ როგორ კეთდება რაღაც, როგორ ხდება რამე).

ამ კითხვებს ასევე ეწოდება ღია კითხვები, რადგან მათზე პასუხების რაოდენობა შესაძლოა უსასრულო იყოს.

*How არ იწყება wh-ით, თუმცა იგი ასევე მიიჩნევა wh- კითხვად.

Summary

Wh-კითხვები [wh- questions] იწყება ერთ-ერთი wh- კითხვითი სიტყვით: when, where, why, which, what, whose, who, whom, how.

სტრუქტურა შემდეგია:
Wh- question word + auxiliary/modal verb + subject + verb + …?

მაგალითად:
— “Where is the toilet?” = Where წარმოადგენს ღია კითხვას [open question], რადგან მასზე პასუხების რაოდენობა შესაძლოა უსასრულო იყოს.
♦ “Is there a toilet?” = Yes/no კითხვები მოითხოვს პასუხს, რომელიც ბოლოვდება yes ან no-ზე. მათ ასევე ეწოდებათ დახურული კითხვები [closed questions].

შენიშვნა: დამხმარე (be/have) ან მოდალური (can/could/would) ზმნა განთავსებული უნდა იყოს  wh- კითხვის შემდეგ და სუბიექტის წინ.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.