- English Grammar A2 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a2-grammar-ka -

განუსაზღვრელი ნაცვალსახელები: Something და Nothing

Introduction

ნაცვალსახელები [Pronouns] არის სიტყვები, რომლებიც გვეხმარება, თავი ავარიდოთ არსებითი სახელის გამეორებას.

განუსაზღვრელი ნაცვალსახელები [Indefinite pronouns] არ მიემართება კონკრეტულ პიროვნებას, ნივთს ან რაოდენობას.

Something მიემართება ობიექტებს, რომლებსაც განუსაზღვრელი რაოდენობა აქვთ, ხოლო nothing საგნის არ არსებობას აღნიშნავს.

Form

Something შესაძლოა გამოვიყენოთ როგორც წინადადების ან კითხვის სუბიექტი/ობიექტი. ჩვენ მას ვიყენებთ მხოლობითი რიცხვის დადებით წინადადებაში. სტრუქტურა ასეთია:
Verb/auxiliary verb + something + …
Something + verb/auxiliary verb + …

Nothing შესაძლოა გამოვიყენოთ როგორც წინადადების ან კითხვის სუბიექტი/ობიექტი. ჩვენ ვერ გამოვიყენებთ მას უარყოფით წინადადებაში, იმიტომ რომ მას უკვე აქვს უარყოფითი მნიშვნელობა. სტრუქტურა ასეთია:
Verb/auxiliary verb + nothing + …
Nothing + verb + …

Example

Something

  • I need something to clean the microwave.
  • Something smells terrible in the gas oven.

Nothing

  • There is nothing in the dishwasher.
  • Right now, nothing is in good state.

Use

განუსაზღვრელი ნაცვალსახელები არ მიემართება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, საგანს ან რაოდენობას. Something გამოიყენება დაუკონკრეტებელი საგნების გამოსახატად. Nothing მიემართება არარსებულ ობიექტებს.

Summary

განუსაზღვრელი ნაცვალსახელები [Indefinite pronouns] არ მიემართება კონკრეტულ ადამიანს, საგანს ან რაოდებობას.

Something გამოიყენება საგნების განუსაზღვრელი რაოდენობის აღსაწერად. სტრუქტურა ასეთია:
Verb/auxiliary verb + something + …
Something + verb/auxiliary verb + …

Nothing გამოიყენება საგნებისთვის, რომლებიც არ გვაქვს. სტრუქტურა ასეთია:
Verb/auxiliary verb + nothing + …
Nothing + verb + …

მაგალითად:
— “There is something in the fridge.” = Something მიანიშნებს, ობიექტის არსებობაზე.
— “There is nothing in the fridge.” = Nothing მიანიშნებს, ობიექტის არ არსებობაზე.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.