- English Grammar A2 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a2-grammar-ka -

May: შესაძლებლობის გამომხატველი მოდალური

Introduction

მოდალური ზმნა [modal verb] არის დამხმარე ზმნის სახეობა, რომელსაც თავისთავად არ აქვს მნიშვნელობა, იგი განსაზღვრავს მთავარ ზმნას, ცვლის მის მნიშვნელობას და იძლევა დამატებით დეტალებს მოქმედების შესახებ.

May არის დამხმარე მოდალური ზმნა, რომელიც გამოხატავს რამის მოხდენის შესაძლებლობას და ასევე გამოიყენება კითხვის დასასმელად ან ნებართვის ასაღებად. .

Form

May ზმნას ყოველთვის აქვს ერთი და იგივე ფორმა მხოლობითი რიცხვის მესამე პირისთვისაც კი. ზმნა შეიძლება გამოხატული იყოს სამი ფორმით:

მტკიცებითი

მტკიცებითი [affirmative] ფორმა ასეთია:
Subject + may + verb + …

Subject may Verb
I/You may work
He/She/It may work
We/You/They may work

უარყოფითი

უარყოფითი [negative] ფორმა ასეთია:
Subject + may + not + verb + …

Subject may + not Verb (infinitive)
I/You may not work
He/She/It may not work
We/You/They may not work

კითხვითი

კითხვითი [interrogative]ფორმა ასეთია:
May + subject + verb + …?

May Subject Verb Question
Mark
May I/you work ?
May he/she/it work ?
May we/you/they work ?

Example

მტკიცებითი

  1. ნებართვა
    • You may take this plate.
    • She may answer the phone.
    • They may travel by plane.
  2.  დაურწმუნებლობა/შესაძლებლობა
    • I’m afraid I may be late.
    • Susana may come to see you tomorrow.
    • There may be too many people at the post office.
  3. სურვილის ან იმედის გამოხატვა
    • May the force be with you.
    • May you both be happy together.
    • May we have rain this year.

უარყოფითი

  • You may not answer the phone call!
  • She may not leave a message.
  • I’m afraid that we may not interview the director.

კითხვითი

  • May I answer an important phone call?
  • May she leave you a message?
  • May we interview the director?

Use

ჩვენ ვიყენებთ ზმნას may თავისი მტკიცებითი ფორმით შემდეგ შემთხვევებში:

  1. ნებართვის ასაღებად;
  2. არ ვართ დარწმუნებულები რამეში;
  3. სურვილის ან იმედის გამოსახატავად.

may უარყოფითი ფორმით გამოიყენება, როცა არ ვიძლევით ნებართვას ან გამოვხატავთ დაურწმუნებლობას.

ჩვენ ვიყენებთ ზმნას may კითხვით ფორმაში, როცა გვსურს გამოვავლინოთ თავაზიანობა მოთხოვნისას.

Summary

მოდალური ზმნა may გამოხატავს ნებართვას, რამის მოხდენის შესაძლებლობას, სურვილებს ან იმედებს. უარყოფითი [Negative] ფორმა გამოიყენება აკრძალვისა და დაურწმუნებლობისთვის, ხოლო კითხვითი [interrogative] აყალიბებს თავაზიან მოთხოვნას.

სტრუქტურა ასეთია:

  • მტკიცებითი: Subject + may + verb + …
  • უარყოფითი: Subject + may + not + verb + …
  • კითხვითი: May + subject + verb + …?

მაგალითად:
— მტკიცებითი: “It may snow this winter.”
— უარყოფითი: “It may not snow this winter.”
— კითხვითი: “May it snow this winter?

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.