- English Grammar A2 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a2-grammar-ka -

დროის ზმნიზედები ახლანდელ სრულ დროსთან

Introduction

ზმნიზედები [Adverbs] არის სიტყვები, რომლებიც განსაზღვრავს წინადადებას, გარემოებებს და გარემოებათა ელემენტებს. ისინი გვაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას წინადადების შესახებ.

დოის ზმნიზედები [Time adverbs] ხშირად გამოიყენება ახლანდელ სრულ დროსთან [present perfect] და ფუნქციონირებს როგორც წინადადების ელემენტის მსაზღვრელი.

Form

ძირითადი დროის ზმნიზედები, რომლებიც გამოიყენება ახლანდელ სრულ დროსთან, არის: already, just, still და yet.

მათი მდებარეობა წინადადებაში ასეთია:

  • AlreadySubject + have/has + already + past participle + …
  • JustSubject + have/has + just + past participle + …
  • StillSubject + have/has + still + verb + …
  • Yet: Subject + verb + … + yet

შენიშვნა: მათ შეიძლება ჰქონდათ განსხვავებული მდებარეობა, როცა არ ვიყენებთ სრულ დროებთან.

Example

მტკიცებითი ფორმა

  • She has just retired.
  • He has already booked his ticket.
  • Have they just sent a fax?

უარყოფითი ფორმა

  • I still haven’t made any plan for Christmas.
  • Have you still not done the laundry?
  • Haven’t they sent an email yet?

Use

დროის ზმნიზედები აჩვენებს როდის მოხდა მოქმედება, რამდენი ხნის განმავლობაში და რა სიხშირით. მთავარი დროის ზმნიზედებია:

  • Already (უკვე) გამოხატავს მოქმედებას, რომელიც უკვე მოხდა ან იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
  • Just (ეს-ესაა) გამოხატავს მოქმედებას, რომელიც მოხდა ამ წუთას ან სულ ცოტა ხნის წინ.
  • Still (ჯერ კიდევ) გამოხატავს მოქმედებას, რომელიც ჯერ არ დასრულებულა ან გაგრძელდა იმაზე დიდხანს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
  • Yet (ჯერაც) გამოხატავს მოქმედებას, რომელიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მოხდება ახლო მომავალში.

 

Summary

როცა ზმნიზედა [adverbs] გამოყენებულია ახლანდელ სრულ დროსთან [present perfect], იგი განსაზღვრავს წინადადების სხვა ელემენტს.

მათი მდებარეობა წინადადებაში ასეთია:

  • AlreadySubject + have/has + already + past participle + …
  • JustSubject + have/has + just + past participle + …
  • StillSubject + have/has + still + verb + …
  • Yet:  Subject + verb + … + yet

მაგალითად:
— “I have already arrived home.” = მოქმედება მოხდა წარსულში და აღარ განმეორდება (ჯერ-ჯერობით).
— “I have just arrived home.” = მოქმედება მოხდა ახლო წარსულში (ცოტა ხნის წინ).
— “I still haven’t arrived home.” =  მოქმედება არ დასრულებულა (გრძელდება).
— “I haven’t arrived home yet.” = მოქმედება არ მომხდარა წარსულში ან ახლა, იმიტომ რომ ის ახლო მომავალში მოხდება (აქამდე).

შენიშვნა: ზოგიერთი ზმნიზედა [adverbs] მხოლოდ უარყოფით წინადადებაში გამოიყენება და არ გვხვდება დადებითში (ან პირიქით). უფრო მეტიც, მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მდებარეობა, როცა სრულ დროებთან არ ვიყენებთ.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.