Introduction
ზედსართავები [Adjectives] არის მსაზღვრელები, რომლებიც შესაძლებელია წინადადაებაში განთავსდნენ ორ სხვადასხვა პოზიციაზე და განსაზღვრონ ან აღწერონ ადამიანი ან საგანი.
ჩვენებითი ზედსართავი [Demonstrative adjective] გამოიყენება სივრცეში ობიექტების ადგილის მისათითებლად და მათი პოზიციის ამოსაცნობად.
Form
ჩვენებითი ზედსართავები [Demonstrative adjectives] წინ უძღვის არსებით სახელს და წარადგენს მას. ჩვენებითი ზედსართავების წინ არტიკლები და სხვა მსაზღვრელები არ გამოიყენება.
ესენია:
Singular | Plural | |
---|---|---|
Near | This | These |
Far | That | Those |
Example
ახლოს
- This car belongs to my father (მხოლობითი).
- These shoes are too big for me (მრავლობითი).
შორს
- That boy is from Turkey (მხოლობითი).
- Those boxes over there are very heavy (მრავლობითი).
Use
ჩვენებითი ზედსართავი გამოიყენება სივრცეში ობიექტების ადგილის მისათითებლად და მათი პოზიციის ამოსაცნობად მოსაუბრესთან დისტანციის გათვალისწინებით:
- ახლოს: this (მხოლობითი) და these (მრავლობითი) გამოიყენება საგნებისა და ადამიანებისთვის, რომლებიც მოსაუბრესთან ახლოსაა (აქ).
- შორს: that (მხოლობითი) და those (მრავლობითი) გამოიყენება საგნებისა და ადამიანებისთვის, რომლებიც შორსაა (იქ).
შენიშვნა: ჩვენებითი ზედსართავი სახელები სინამდვილეში მსაზღვრელებია, თუმცა ლექსიკონებსა და გრამატიკის წიგნებში მათ ზედსართავებად მოიხსენიებენ.
Summary
ჩვენებითი ზედსართავები [Demonstrative adjectives] წინ უძღვიან არსებით სახელს, რათა გამოხატონ სივრცეში ობიექტების ადგილმდებარეობა და მათი დაშორება მოსაუბრისგან.
- ახლოს: this მხოლობითი არსებითი სახელებისთვის, these მრავლობითი არსებითი სახელებისთვის.
- შორს: that მხოლობითი არსებითი სახელებისთვის, those მრავლობითი არსებითი სახელებისთვის.
მაგალითად:
— “This apple pie is delicious!” = ვაშლის ნამცხვარი არის მოსაუბრის სიახლოვეს.
— “These apples are delicious!” = ვაშლები არის მოსაუბრის სიახლოვეს.
— “That apple pie looks delicious!” = ვაშლის ნამცხვარი არის მოსაუბრისგან შორს.
— “Those apples look delicious!” = ვაშლები არის მოსაუბრისგან შორს.
არ აგერიოთ ჩვენებითი ზედსართავები ჩვენებითი ნაცვალსახელებში, რომლებიც ანაცვლებენ არსებით სახელს და გვეხმარებიან, თავი ავარიდოთ განმეორებას, მათ ერთნაირი ფორმა აქვთ, მაგრამ წინადადებაში განსხვავებულ ფუნქციას ასრულებენ.
მაგალითად:
— “This apple pie seems delicious!” = ჩვენ ვიყენებთ ჩვენებით ზედსართავს this იმისათვის, რომ ვაჩვენოთ დისტანცია ვაშლის ნამცხვართან და ასევე წარვადგინოთ არსებითი სახელი.
♦ “This seems delicious!” = ჩვენ ვიყენებთ ჩვენებით ნაცვალსახელს this იმისათვის, რომ ვაჩვენოთ დისტანცია და თავი ავარიდოთ არსებითი სახელის გამეორებას.
შენიშვნა: ჩვენებითი ზედსართავების წინ არტიკლები და სხვა მსაზღვრელები არ გამოიყენება, რადგან მათ ისედაც მსაზღვრელის ფუნქცია აქვთ.
მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.