- English Grammar A1 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a1-grammar-ka -

ქონა/ყოლა: ძირითადი გამონათქვამები

Introduction

to have ზმნას ვიყენებთ არაფორმალურ კომუნიკაციაში გამონათქვამების [expressions] სახით.

Form

Have გამოიყენება, როგორც წინადადების ძირითადი ზმნა, მაგრამ ამ გამონათქვამებში ვერ გამოვიყენებთ have got ფორმას.

ძირითადი გამონათქვამებს მტკიცებით ფორმაში, როგორც წესი, აქვთ შემდეგი სტრუქტურა:
Subject + have/has + object + …

  • მხოლობითი რიცხვის მესამე პირში have იცვლება has -ში

ძირითადი გამონათქვამებს უარყოფით ფორმაში აქვთ შემდეგი სტრუქტურა:
Subject + do/does + not + have + object + …

  • მხოლობითი რიცხვის მესამე პირში do გადადის does-ში.
  • დაიმახსოვრე, have not ძირითად გამონათქვამებში არ გამოიყენება.

Example

  1. I have a shower every morning.
    I don’t have a shower every morning.
  2. Have a good journey!
    Don’t have a good journey!
  3. We had* a fight.
    We didn’t have* a fight.
  4. She had a look at the book.
    She didn’t have a look at the book.

(*წარსული დრო)

Use

to have ზმნის გამოყენება და მნიშვნელობა დამოკიდებულია არსებით სახელზე, რომელიც მას მოსდევს.

ყველაზე ხშირად გამოყენებადი გამონათქვამები, რომლებიც to have (ქონა/ყოლას) შეიცავს, შემდეგია:

  1. Have + breakfast, lunch, a meal, dinner, coffee, tea, a shower, a rest, a dream, a drink…;
  2. Have + a good day, a bad day, a good time, a bad time, a good journey, a nice day…;
  3. Have + a conversation, a talk, a fight…;
  4. Have + a look, a try

Summary

to have ზმნა თავს იჩენს არაფორმალურ კომუნიკაციაში გამონათქვამების [expressions] სახით.

ყველაზე ხშირად გამოყენებადია: have breakfast, have a good day, have a conversation, have a look

მტკიცებით ფორმაში სტრუქტურა შემდეგია:
Subject + have/has + object + … (has for third person singular)

უარყოფით  ფორმაში სტრუქტურა შემდეგია:
Subject + do/does + not + have + object + … (does not for the third person singular)

მაგალითად:
— მტკიცებითი: “Have a rest.” / Have got a rest.” =  have got ამ გამონათქვამში არ გამოიყენება.
— უარყოფითი: “Don’t have a rest now.” / Have not a rest now.”have not უარყოფით ფორმაში არ გამოიყენება

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.