- English Grammar A2 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a2-grammar-ka -

პირველი პირობითი კილო

Introduction

პირობითი წინადადება [conditional sentence] ძირითადად შედგება ორი ნაწილისგან: if-წინადადება (პირობიანი წინადადება) რომელიც გარკვეულ პირობას გამოხატავს და მთავარი წინადადება [main clause], რომელიც ამ პირობის შედეგს აჩვენებს.

პირველი პირობითი [First conditional] გამოიყენება მომავალი პირობებისა და შედეგების საჩვენებლად, იგი ასევე გამოხატავს სიტუაციებს, რომლებიც შესაძლოა მოხდეს.

Form

პირობითთან წინადადებაში ახლანდელ მარტივ დროს ვიყენებთ მხოლოდ if-ნაწილისთვის (მიუხედავად ამისა, ჩვენ ვსაუბრობთ სამომავლო პირობებზე), შედეგებზე საუბრისას გამოიყენება მომავალი მარტივი დრო.

წინადადების წყობა არ ცვლის მნიშვნელობას, ამ გამონათქვამთა ჩამოყალიბება შეგვიძლია ორი გზით:

If-clause (condition) (,) Main Clause (consequence)
If + Present Simple , Simple Future

ან

Main Clause (consequence) If-Clause (condition)
Simple Future if + Present Simple

Example

  • If you are optimistic, you will be happier in your life.
  • I will love you back if you love me.

Use

პირობითი გამოიყენება ფაქტებისა და საგნებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, შესაძლებელია მოხდეს მომავალში

  • if გამოიყენება პირობებისა და შედეგების გამოსახატავად მომავალში;
  • If გამოიყენება, როცა გვსურს ვთქვათ, რომ პირობა შესაძლოა ასრულდეს.

Summary

პირობითი წინადადება შედგება ორი ნაწილისგან: if-წინადადება (პირობა) და მთავარი წინადადება [main clause] (პირობის შედეგი).

პირველი პირობითი [first conditional] გამოიყენება ისეთი პირობებისთვის, რომელთა ასრულებაშიც დარწმუნებულნი არ ვართ, მაგრამ მათი მოხდენის შანსი დიდია. იგი ასევე გამოხატავს სიტუაციებს, რომელთა მოხდენაც მომავალთანაა დაკავშირებული.

If= პირობა შეიძლება ასრულდეს უცაბედად;

სტრუქტურა ასეთია:
If + present simple + , + future simple
Future simple + if + present simple

მაგალითად:
— “If you tell me what to buy, I will go to the supermarket.” = წინადადების პირველი ნაწილი არის პირობა, რომელიც იწვევს შედეგს და ეს შედეგი გამოხატულია წინადადების მეორე ნაწილში.
— “I will go to the supermarket if you tell me what to buy.” = წინადადების პირველი ნაწილი არის შედეგი, რომლის გამომწვევი პირობა გამოხატულია წინადადების მეორე ნაწილში.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.