- English Grammar A2 Level for Georgian speakers - https://open.books4languages.com/english-a2-grammar-ka -

ახლანდელი სრული კითხვითი

Introduction

ახლანდელი სრული [present perfect] არის დრო, რომელიც გამოხატავს დასრულებულ მოქმედებებს, რომლებიც წარსულში მოხდა, თუმცა დაკავშირებულია აწმყოსთან და მასზე გავლენას კვლავაც ახდენს.

კითხვითი [interrogative] ფორმით ზმნა გამოიყენება კითხვის დასასმელად.

Form

ახლანდელ სრულ დროს, თავისი კითხვითი ფორმით, აქვს შემდეგი სტრუქტურა:
Have + subject + past participle + …?

  • To Have: მხოლობითი რიცხვის მესამე პირი იცვლება have -დან has-ში;
  • წესიერი მიმღეობები [regular past participles] ყალიბდება ზმნის საწყის ფორმაზე -d ან -ed დამატებით. არაწესიერი მიმღეობები [irregular past participles] უნდა დავიზეპიროთ.
Hav Subject Past Participle Question
Mark
Have I/you worked ?
Has he/she/it worked ?
Have we/you/they worked ?

Example

  1. წარსული სიტუაციები, რომელთაც შედეგი აწმყოში აქვთ;
    • Have I lost my car keys?
    • Has he put on weight?
    • Have we finished our homework?
  2. დასრულებული სიტუაციები, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიემართება.
    • Have I talked to her four times?
    • Has she visited this castle?
    • Have they travelled without their computer?

Use

ჩვენ ვიყენებთ ახლანდელ განგრძობით დროს კითხვით ფორმაში, რათა კითხვა დავსვათ:

  1. წარსულ სიტუაციებს, რომელთაც შედეგი აწმყოში აქვთ;
  2. დასრულებულ სიტუაციებს, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიემართება.

Summary

ჩვენ ვიყენებთ ახლანდელ სრულ [present perfect] დროს მტკიცებით [affirmative] ფორმაში, რათა კითხვა დავსვათ დასრულებულ მოქმედებებზე, რომლებიც წარსულში მოხდა, თუმცა დაკავშირებულია აწმყოსთან და მასზე გავლენას კვლავაც ახდენს.

სტრუქტურა ასეთია:
To Have + subject + past participle + …? (has მხოლობითი რიცხვის მესამე პირისთვის)

მაგალითად:
— “Has she worked on an important project this morning?” = ჩვენ ვიყენებთ ახლანდელ სრულ დროს [present perfect], იმიტომ რომ წარსული მოქმედება გავლენას ახდენს აწმყოზე.
♦ “Did she work on an important project yesterday?” = ჩვენ ვიყენებთ წარსულ მარტივ დროს [past simple], იმიტომ რომ ეს არის წარსულის მოქმედება, რომელიც დასრულდა და საჭირო არაა ხაზი გაესვას მის შედეგებს აწმყოზე.

შენიშვნა: მიმღეობა [past participle] როგორც წესი, გამოიყენება სრული დროების ფორმაციისთვის და მიანიშნებს დასრულებულ მოქმედებებზე. იგი ყალიბდება ზმნის საწყის ფორმაზე -d ან  -ed-ის დამატებით. თუმცა, არაწესიერ ზმნებს აქვთ განსხვავებული ფორმები, ამიტომ ისინი უნდა დავიზეპიროთ.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.