ნათესაობითი ბრუნვა

Noun Phrase

ნათესაობითი ბრუნვა [possessive case] გამოიყენება ნივთებისთვის, რომლებიც ეკუთვნის ადამიანებს ან ცხოველებს, მისი გამოყენება შეიძლება მაშინაც, როცა ერთი უსულო საგანი მეორეს ეკუთვნის.

ნათესაობითი ბრუნვა შეიძლება ჩამოვაყალიბოთ სამი გზით:

  • მხოლობითი [singular] რიცხვისთვის ასევე მხოლობითში მდგარ არსებით სახელს ემატება აპოსტროფი და s (’s): catcat’s;
  • მრავლობითი [plural] რიცხვისთვის ასევე მრავლობით რიცხვში მდგომ არსებით სახელებს ემატება აპოსტროფი (): catscats;
  • არაწესიერი მრავლობითი რიცხვისთვის [irregular plural] არაწესიერი მრავლობითის ფორმაში მდგომ არსებით სახელს ემატება აპოსტროფი და s (’s): peoplepeople’s.
  • მხოლობითი:
    • This is my sister‘s room (one sister).
    • You can find my friend‘s number here (one friend).
  • მრავლობითი:
    • This is my sisters’ room (two sisters or more).
    • You can find my friends’ numbers here (two friends or more).
  • არაწესიერი მრავლობითი:
    • These children‘s mobile phones are missing (two children or more).
    • She took these women‘s phone numbers (two women or more).

ნათესაობითი ბრუნვა გამოიყენება ნივთებისთვის, რომლებიც ეკუთვნის ადამიანებს ან ცხოველებს,მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება მაშინაც, როცა გვსურს გადმოვცეთ საგნების ფიზიკური მახასიათებლები და ურთიერთდამოკიდებულება.

ნათესაობითი ბრუნვა [possessive case]  გამოიყენება ნივთებისთვის, რომლებიც ეკუთვნის ადამიანებს ან ცხოველებს,მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება მაშინაც, როცა გვსურს გადმოვცეთ საგნების ფიზიკური მახასიათებლები და ურთიერთდამოკიდებულება.

მაგალითად:
— მხოლობითი არსებითი სახელები: “The cat‘s ball is on the sofa.” = ბურთი ეკუთვნის ერთ კატას, ამიტომ ემატება (-‘s).
— მრავლობითი არსებითი სახელები: “The cats ball is on the sofa.” = ბურთი ეკუთვნის ერთზე მეტ კატას, ამიტომ ემატება ().
— არაწესიერი არსებითი სახელები: “The children‘s ball is on the sofa.” = children (ბავშვები) არის არაწესიერი არსებითი სახელი, ამიტომ ემატება (-‘s).

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.

License

English Grammar A1 Level for Georgian speakers Copyright © 2018 by books4languages. All Rights Reserved.

Share This Book