="http://www.w3.org/2000/svg" viewBox="0 0 512 512">

47 შედარებითი და აღმატებითი ხარისხების არაწესიერი ფორმები

Syntax

შედარებით ხარისხს [Comparatives] ვიყენებთ საგნების, ადამიანების ან მოქმედებების შესადარებლად, ხოლო აღმატებით ხარისხს [Superlative] ვიყენებთ ერთი საგნის, ადამიანის ან მოქმედების აღმატებულობის გამოსახატავად.

ზოგიერთ შედარებით [comperatives] და აღმატებით ხარისხს [superlatives] აქვს არაწესიერი [irregular] ფორმა.

შედარებითი და აღმატებითი ხარისხის არაწესიერი ფორმები არ მიჰყვებიან ძირითადი წარმოების წესებს. ყველაზე ხშირად გამოყენებადი არაწესიერი შედარებითი და აღმატებითი ხარისხის მქონე ზედსართავები და ზმნიზედებია:

Adjectives Adverbs Comparative Superlative
bad (adj.) badly (adv.) worse the worst
little little less the least
much much more the most
good (adj.) well (adv.) better the best
far far farther/further the farthest/furthest

შედარებითი

  • Susan is a better assistant than her sister.
  • You have to go further to get to the lawyer’s office.
  • Peter is going to talk to him later about the house.

აღმატებითი

  • John is the best assistant in the office.
  • This is the furthest point I’ve ever reached in the agency!
  • They come the latest to the garage.

შედარებითი და აღმატებითი ხარისხის არაწესიერი ფორმები იმავე ფუნქციით გამოიყენება, როგორც წესიერი.

ზედსართავებისა და ზმნიზედების შედარებითი [comparative] და აღმატებითი [superlative] ხარისხის არაწესიერი ფორმები [irregular adjectives/adverbs] ისე არ ყალიბდება, როგრც წესიერი ფორმები, ამიტომ ისინი უნდა დავიზეპიროთ.

ყველაზე ხშირად გამოყენებადი არაწესიერი შედარებითი და აღმატებითი ხარისხის მქონე ზედსართავები და ზმნიზედებია:

  • Bad (ზედ.) – badly (ზმნიზ.) ⇒ worse (შედ.) – the worst (აღმ.);
  • Good (ზედ.) – well (ზმნიზ.) ⇒ better (შედ.) – the best (აღმ.).

მაგალითად:
— შედარებითი: “You can write a good CV.” ⇒ “You can write a better CV.” / “You can write a gooder CV.
— აღმატებითი: “You can write a good CV.” ⇒ “You can write the best CV.” / “You can write the goodest CV.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.