ზედსართავი სახელისა და ზმნიზედის შედარებითი ხარისხი
Print This Post
Advertising
Introduction
შედარებით ხარისხს [Comparisons] ზედსართავებთან [adjectives] და ზმნიზედებთან [adverbs] ვიყენებთ საგნების, ადამიანების ან მოქმედებების შესადარებლად და გამოვხატავთ თანასწორობას ან უთანასწორობას მათ შორის.
Form
შედარებითი ხარისხი ყალიბდება ზედსართავების ან ზმნიზედების გამოყენებით. როდესაც ერთ საგანს მეორეს ვადარებთ, ვიყენებთ სიტყვას than, რომელიც მოსდევს ზედსართავს ან ზმნიზედას.
წინადადების სტრუქტურა ასეთია:
Subject + verb + comparative adjective/adverb + than + object + …
ზედსართავების ან ზმნიზედების შედარებითი ხარისხი სხვადასხვანაირად ყალიბდება, რაც განპირობებულია მარცვლების რაოდენობითა და სუფიქსით.
ერთი მარცვალი:
- ზედსართავი/ზმნიზედა: ემატება -er (clean ⇒ cleaner);
- ზედსართავი/ზმნიზედა სუფიქსით -e: ემატება -r (simple ⇒ simpler);
- ზმნიზედა, რომელიც ბოლოვდება ერთ ხმოვანსა და ერთ თანხმოვანზე: ბოლო თანხმოვანი ორმაგდება და შემდეგ ემატება -er (big ⇒ bigger).
ორი მარცვალი:
- ზედსართავი/ზმნიზედა, რომელიც ბოლოვდება -y-ზე: -y გადადის –i -ში და ემატება –er (friendly ⇒ friendlier).
ორი ან მეტი მარცვალი:
- ზედსართავი/ზმნიზედა, რომელიც არ ბოლოვდება -y-ზე: more + ზედსართავი/ზმნიზედა (უცვლელად) + than… (beautiful ⇒ more beautiful).
Example
ერთი მარცვალი
- I am cleaner than him.
- Their brother is older than my sister.
- Peter is going to talk to him later about the house.
ორი მარცვალი სუფიქსით -y
- I am friendlier than Max.
- Kate is prettier than Martha.
- We should get up earlier tomorrow.
ორი ან მეტი მარცვალი(სუფიქსი -y-ის გარეშე)
- I am more popular than you.
- He is more boring than his brother.
- This book is more exciting than the last one.
Use
შედარებით ხარისხს ზედსართავებთან და ზმნიზედებთან ვიყენებთ საგნების, ადამიანების ან მოქმედებების შესადარებლად
არსებობს სიტუაციები, სადაც შესაძლებებლია გამოვტოვოთ than, რაც კონტექსტითაა განპირობებული:
“I am feeling better today” (გუშინ თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, ამიტომ ვადარებ გუშინდელსა და დღევანდელს).
Summary
შედარებით ხარისხს [Comparisons] ზედსართავებთან [adjectives] და ზმნიზედებთან [adverbs] ვიყენებთ საგნების, ადამიანების ან მოქმედებების შესადარებლად და გამოვხატავთ თანასწორობას ან უთანასწორობას მათ შორის.
მისი სტრუქტურა ასეთია:
… + comparative adjective/adverb + than + …
ფორმა განპირობებულია მარცვლის რაოდენობითა და ზედსართავი სახელის სუფიქსით.
მაგალითად:
ერთმარცვლიანი:
— ზოგადად: “Tall” ⇒ “Claire is taller than Paula.” = ემატება -er;
— სუფიქსით -e: “Nice” ⇒ “Anne is nicer than him.” = ემატება -r;
— ერთი ხმოვანი + ერთი თანხმოვანი: “Thin” ⇒ “Karl is thinner than Paul.” = ორმაგდება თანხმოვანი და ემატება -er.
ორმარცვლიანი:
— სუფიქსით -y: “Hungry“ ⇒ “Claire is hungrier than Paula.” = -y გადადის -i -ში და ემატება -er.
ორი ან მეტი მარცვალი
— (სუფიხსი -y-ის გარეშე): “Tired” ⇒ “Claire is more tired than Paula.” = ემატება more რომელიც დგას ზედსართავისა და არსებითის წინ.
შენიშვნა: ჩვენ შეგვიძლია გამოვტოვოთ than, როცა კონტექსტიდან ცნობილია პირველი არსებითი სახელი, რასთანაც ხდება შედარება : “Lately DVDs are less popular“.
მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.
Exercises
Ambassadors
Open TextBooks are collaborative projects, with people from all over the world bringing their skills and interests to join in the compilation and dissemination of knowledge to everyone and everywhere.
Become an Ambassador and write your textbooks.
Online Teaching
Become a Books4Languages Online tutor & teacher.
More information here about how to be a tutor.