Should: დამხმარე მოდალური ზმნა

Modal Verbs

მოდალური ზმნა [modal verb] არის დამხმარე ზმნის სახეობა, რომელსაც თავისთავად არ აქვს მნიშვნელობა, იგი განსაზღვრავს მთავარ ზმნას, ცვლის მის მნიშვნელობას და იძლევა დამატებით დეტალებს მოქმედების შესახებ.

ზმნა Should არის დამხმარე მოდალური ზმნა, რომელიც გამოხატავს ვალდებულებას, რომელიც განპირობებულია რჩევებით და რეკომენდაციებით.

Should ზმნას ყოველთვის აქვს ერთი და იგივე ფორმა მხოლობითი რიცხვის მესამე პირისთვისაც კი. ზმნა შეიძლება გამოხატული იყოს სამი ფორმით:

მტკიცებითი

მტკიცებითი [affirmative] ფორმა ასეთია:

Subject + should + verb + …

Subject should Verb
I/You should work
He/She/It should work
We/You/They should work

უარყოფითი

უარყოფითი [negative] ფორმა ასეთია:

Subject + should + not + verb + …

  • უარყოფითში მოკლე ფორმა არის: shouldn’t.
Subject should + not Verb
I/You should not work
He/She/It should not work
We/You/They should not work

კითხვითი

კითხვითი [interrogative]ფორმა ასეთია:

Should + subject + verb + …?

Should Subject Verb Question
Mark
Should I/you work ?
Should he/she/it work ?
Should we/you/they work ?
  1. სუსტი ვალდებულება/მოვალეობა
    • I should never be late to school again!
    • He shouldn’t talk to his classmates during the exam.
    • We should always wear a seat belts whilst driving a car.
  2. რჩევა (რეკომენდაცია)
    • You should be quiet when you visit a public library.
    • She shouldn’t revise the parts that are not to be examined.
    • Should we memorise this rule?

Should არ არის ისეთი მკაცრი, როგორიც must. ჩვენ ვიყენებთ ზმნას should როცა:

  1. გვაქვს სუსტი ვალდებულება;
  2. რჩევის ვაძლევთ და კითხვას ვსვამთ (რეკომენდაცია).

მოდალური ზმნა [modal verb] should გამოხატავს სუსტ მოვალებას ან რჩევას, იგი არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც must.

სტრუქტურა ასეთია:

  • მტკიცებითი: Subject + should + verb + …
  • უარყოფითი: Subject + should + not + verb + …
  • კითხვითი: Should + subject + verb + …?

მაგალითად:
— მტკიცებითი: “You should do your homework to understand the subject.” = Should იძლევა რჩევას მეგობრულ სტილში.
— უარყოფითი: “You shouldn´t do your homework to understand the subject.” = Shouldn’t იძლევა რჩევას მეგობრულ სტილში.
— კითხვითი: Should you do your homework to understand the subject?” = Should? გამოიყენება კითხვის დასასმელად ან რჩევის დასადასტურებლად
♦ “You must do your homework or you will fail the class.” = Must გამოხატავს მკაცრ ვალდებულებას.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.

License

English Grammar A2 Level for Georgian speakers Copyright © 2018 by books4languages. All Rights Reserved.

Share This Book