ახლანდელი სრული მტკიცებითი

Tenses

ახლანდელი სრული [present perfect] არის დრო, რომელიც გამოხატავს დასრულებულ მოქმედებებს, რომლებიც წარსულში მოხდა, თუმცა დაკავშირებულია აწმყოსთან და მასზე გავლენას კვლავაც ახდენს.

მტკიცებითი [affirmative] ფორმით ზმნა ადასტურებს რამეს სუბიექტის შესახებ.

ახლანდელ სრულ დროს, თავისი მტკიცებითი ფორმით, აქვს შემდეგი სტრუქტურა:
Subject + have/has + past participle + …

  • To Have: მხოლობითი რიცხვის მესამე პირი იცვლება have -დან has-ში;
    • მტკიცებითში მოკლე ფორმებია: I’ve – you’ve – he’s…
  • წესიერი მიმღეობები [regular past participles] ყალიბდება ზმნის საწყის ფორმაზე -d ან -ed დამატებით. არაწესიერი მიმღეობები [irregular past participles] უნდა დავიზეპიროთ.
Subject have/has Past Participle
I/You have worked
He/She/It has worked
We/You/They have worked

ახლანდელ სრულ დროსთან ხშირად გამოიყენება დროის ზმნიზედები [time expressions]: ever, never, before, yet, just, already, still, so far, up until now

{არაწესიერი [irregular] ზმნების სასწავლად გადახედეთ თემას Past Participle}.

  1. წარსული სიტუაციები, რომელთაც შედეგი აწმყოში აქვთ;
    • I have lost my car keys!
    • He has put on weight.
    • We have finished our homework!
  2. დასრულებული სიტუაციები, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიემართება.
    • I have talked to her four times.
    • This is the best castle she has ever visited.
    • They have never travelled without their computer.

ჩვენ ვიყენებთ ახლანდელ განგრძობით დროს მტკიცებით ფორმაში, რათა დავადასტუროთ:

  1. წარსული სიტუაციები, რომელთაც შედეგი აწმყოში აქვთ;
  2. დასრულებული სიტუაციები, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიემართება.

ჩვენ ვიყენებთ ახლანდელ სრულ [present perfect] დროს მტკიცებით [affirmative] ფორმაში, რათა დავადასტუროთ დასრულებული მოქმედებები, რომლებიც წარსულში მოხდა, თუმცა დაკავშირებულია აწმყოსთან და მასზე გავლენას კვლავაც ახდენს.

სტრუქტურა ასეთია:
Subject + To Have + past participle + … (has მხოლობითი რიცხვის მესამე პირისთვის)

მაგალითად:
— “It has rained the whole morning.” = ჩვენ ვიყენებთ ახლანდელ სრულ დროს [present perfect], იმიტომ რომ წარსული მოქმედება გავლენას ახდენს აწმყოზე (მაგალითად, ქუჩები ჯერ კიდევ სველია).
♦ “It rained the whole morning.” = ჩვენ ვიყენებთ წარსულ მარტივ დროს [past simple], იმიტომ რომ ეს არის წარსულის მოქმედება, რომელიც დასრულდა და საჭირო არაა ხაზი გაესვას მის შედეგებს აწმყოში.

შენიშვნა: მიმღეობა [past participle] როგორც წესი, გამოიყენება სრული დროების ფორმაციისთვის და მიანიშნებს დასრულებულ მოქმედებებზე. იგი ყალიბდება ზმნის საწყის ფორმაზე -d ან -ed -ის დამატებით. თუმცა, არაწესიერ ზმნებს აქვთ განსხვავებული ფორმები, ამიტომ ისინი უნდა დავიზეპიროთ.

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.

License

English Grammar A2 Level for Georgian speakers Copyright © 2018 by books4languages. All Rights Reserved.

Share This Book