Should vs Ought to

Modal Verbs

should ისევე, როგორც ought to მიეკუთვნება დამხმარე მოდალური ზმნების [modal verbs] ჯგუფს, რომელსაც თავისთავად არ აქვს მნიშვნელობა, იგი განსაზღვრავს მთავარ ზმნას, ცვლის მის მნიშვნელობას და იძლევა დამატებით დეტალებს მოქმედების შესახებ.

Should და ought to გამოხატავს ვალდებულებას, რომელიც განპირობებულია რჩევებით და რეკომენდაციებით.

Should და ought to ზმნებს ყოველთვის მოსდევს ზმნის საწყისი [infinitive] ფორმა. ამ ზმნებს აქვს ერთი და იგივე ფორმა მხოლობითი რიცხვის მესამე პირისთვისაც კი.

მტკიცებითი ფორმა:

  • Should: Subject + should + infinitive + …
  • Ought to: Subject + ought to + infinitive + …

უარყოფითი ფორმა:

  • Should: Subject + should + not + infinitive + …
  • Ought to: Subject + ought + not + to + infinitive + …

კითხვითი ფორმა:

  • Should: Should + subject + infinitive + …?
  • Ought to: Ought + subject + to + infinitive + …?
  • Should
    • We should go now. / We should to go now.
    • We shouldn’t go now.
    • Should we go now?
  • Ought to
    • We ought to go now. / We ought go now.
    • We oughtn’t to go now.
    • Ought we to go now?

ორივე მოდალურ ზმნას აქვს მსგავსი მნიშვნელობა და შესაძლებელია მათი ურთიერთჩანაცვლება. მათ არ მივიჩნევთ ისეთ მკაცრი შინაარსის მატარებლად, როგორიცაა must.

თუმცა, should უფრო ხშირად გამოიყენება და ნაკლებად ფორმალურია, ვიდრე ought to. Ought to თითქმის არასდროს გამოიყენება კითხვით და უარყოფით ფორმებში.

მოდალური ზმნა [modal verbs] should და ought to გამოიყენება ვალდებულებისა და რჩევის გამოსახატავად. მათ ყოველთვის მოსდევს ზმნის საწყისი [infinitive] ფორმა.

მათ განსხვავებულად ვიყენებთ, მიუხედავად მათი მსგავსი მნიშვნელობისა.

  • Should უფრო ხშირად გამოიყენება და ნაკლებად ფორმალურია.
  • Ought to უფრო ზოგადია და არ არის დამახასიათებელი ყოველდღიური გამოყენებისთვის, განსაკუთრებით კი მისი უარყოფითი და კითხვითი ფორმები.

მაგალითად:
—  “You should apologise.” / “You ought to apologise.”

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.

License

English Grammar A2 Level for Georgian speakers Copyright © 2018 by books4languages. All Rights Reserved.

Share This Book