ნამყოს მიმღეობა

Verbs

ნამყოს მიმღეობა [Past participle] არის ზმნა, რომელიც სხვა დროების ჩამოსაყალიბებლად გამოიყენება (მაგალითად, ახლანდელი სრული დრო [present perfect]).

ნამყოს მიმღეობის [Past participle] ბევრი ფორმა არაწესიერია [irregular].

ნამყოს მიმღეობა არის ზმნის ფორმა, რომელიც გამოიყენება წარსული სრული, წარსული სრული განგრძობითი, ახლანდელი სრული, ახლანდელი სრული განგრძობითი, მომავალი სრული, მომავალი სრული განგრძობითისა და პასივის ჩამოსაყალიბებლად {გადახედეთ თემას ახლანდელი სრული დრო}.

წესიერი

წესიერი ნამყოს მიმღეობები [regular past participles] მისდევს წარსული მარტივის ჩამოყალიბების წესებს და ზმნის ძირითად ფორმას უბრალოდ ემატება -ed.

არაწესიერი

არაწესიერი ზმნები [irregular verbs] არ მისდევს ამ წესს. ყველაზე ხშირად გამოყენებადი არაწესიერი ზმნებია:

Verb Past Participle
become become
break broken
bring brought
buy bought
do done
draw drawn
drink drunk
eat eaten
feel felt
find found
go gone
have had
hear heard
keep kept
read read
run run
say said
see seen
teach taught
write written

წესიერი

  • I have just finished my work.
  • He has already stopped exercising.
  • They have started to talk during the lesson.

არაწესიერი

  • I have lost my car keys!
  • He has put on weight.
  • They have never been to Chicago.

ჩვენ ვიყენებთ ნამყოს მიმღეობას ზმნების სხვადასხვა დროების ჩამოსაყალიბებლად.

ნამყოს მიმღეობა გამოიყენება ზმნების სხვადასხვა დროების ჩამოსაყალიბებლად. იგი ყალიბდება ზმნის ბოლოს -ed სუფიქსის დამატებით, თუმცა ბევრი ზმნა არაწესიერია [irregular].

მაგალითად:
—წესიერი : “Watch” ⇒ “I have watched a great movie tonight.” = ჩვენ დავამატეთ -ed ზმნის ბოლოს.
— Irregular: “Be” ⇒ “I have been to Montenegro four times.” / “I have beed to Montenegro four times. = ჩვენ გამოვიყენეთ სხვა ფორმა (ზმნა be იცვლება been-ში).

მოდი, გავიმეოროთ ეს მასალა ფორმირების [Form] განყოფილებასთან ერთად. გადახედეთ მაგალითების [Example] განყოფილებას, რომელიც გვიჩვენებს ნასწავლის გამოყენებას კონტექსტში.

License

English Grammar A2 Level for Georgian speakers Copyright © 2018 by books4languages. All Rights Reserved.

Share This Book